პროექტები

პროექტი

პროექტის სახელწოდება
,,თავდადებული მღვდელი თევდორე” და XVII საუკუნის საქართველო   
პროექტის მთავარი იდეა
მოსწავლეებმა უფრო მეტი შეიტყონ თევდორე მღვდლის შესახებ.
პროექტის მნიშვნელობა/აქტუალობა
მოსწავლეები შეძლებენ XVII საუკუნის ისტორიის ეპოქის გაცნობას, ამ ეპოქის გათვალისწინებით თევდორე მღვდლის საქციელზე მსჯელობას.გაუღვივდებათ პატრიოტული გრძნობა და პატივისცემა ასეთი გმირების მიმართ.
პროექტის მიზნები
ქართ. IV. 2. მოსწავლეს შეუძლია გამოხატოს საკუთარი დამოკიდებულება მხატვრული ნაწარმოების მიმართ.
.აფასებს გმირის საქციელს და განმარტავს თავის დამოკიდებულებას;
. მსჯელობს ნაწარმოებში ასახულ ამბავსა და პერსონაჟებზე მისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი კუთხით;
ქართ. V. 2. მოსწავლეს შეუძლია ჯგუფური და ინდივიდუალური საკომუნიკაციო ამოცანების განხორციელება.
.ჯგუფთან ერთად ამზადებს ზეპირ გამოსვლას:
.გამოდის წყვილის, ჯგუფისა თუ კლასის მომხსენებლის როლში; ითვალისწინებს და გამოხატავს თანაგუნდელების საერთო აზრს;
მოსწავლეთა ასაკი
10 -11წელი
მოსწავლეთა რაოდენობა
6 მოსწავლე,მათ შორის არცერთი არ არის სსსმ მოსწავლე
ვადები/ხანგრძლივობა
1 თვე
მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები, რა შეიძლება შეიქმნას
მოსწავლეები გააკეთებენ პრეზენტაციას, შექმნიან სლაიდებს,გააკეთებენ ჩანაწერებს და შექმნიან კედლის გაზეთს.
პროექტისათვის საჭირო ძირითადირესურსები
კალამი, თაბახის ფურცელი, რვეული,ფორმატი,ინტერნეტი,პროექტორი
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები)
მასწავლებელი რამოდენიმე შერჩეული თემიდან მოსწავლეებს სთავაზობს აირჩიონ მათთვის უფრო საინტერესო ,მისაღები და აქტუალური თემა. მასწავლებელი და მოსწავლეები თანხმდებიან თემის
,,თავდადებული მღვდელი თევდორე” და XVII საუკუნის საქართველო” აქტუალობაში. მოსწავლეები გამოთქვამენ სურვილს შექმნან აღნიშნულ თემაზე პროექტი.
აქტივობა1
მასწავლებლის დავალებით მოსწავლეები მოიძიებენ ინტერნეტის საშუალებით ინფორმაციას თევდორე მღვდლის ცხოვრებასა და მოღვაწეობის შესახებ.
აქტივობა 2
მოსწავლეები ხვდებიან ისტორიის მასწავლებელს და მისი დახმარებით გაეცნობიან XVIIსაუკუნის საქართველოს მდგომარეობას.

აქტივობა 3
მასწავლებელთან ერთად მოხდება მოსწავლეების წაყვანა შიდა ქართლში, სოფელ კველთაში და   ცხირეთის ციხეზე. მოხდება მოსახლეობასთან გასაუბრება, ჩანიშვნების გაკეთება და ფოტოების გადაღება.

ქტივობა 4
ჩანიშნული ინფორმაციის  და გადაღებული ფოტომასალის საფუძველზე მოხდება კედლის გაზეთის შექმნა.
აქტივობა 5
ისტ-ის მასწავლებლის დახმარებით და მოძიებული მასალით მოსწავლეები გააკეთებენ პრეზენტაციას.

აქტივობა 6
მომზადდება აუდიტორია პროექტის წარსადგენად. მოწვეულ იქნებიან ინტეგრირებული საგნების პედაგოგები.წარდგენილ იქნება პროექტის პრეზენტაცია თანდართული კედლის გაზეთით.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი
ისტორია,ისტ-ი
პროექტის ხელმძღვანელი
მართა ნებაძე
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა
martanebadze@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი
https://martanebadze.blogspot.com

No comments:

Post a Comment