Wednesday, September 13, 2017

ისტ-ის გამოყენება სასწავლო პროცესში

    ტრენინგის პირველ დღეს მოხდა მონაწილეთა გაცნობა. ქალბატონმა თამარმა გაგვაცნო კურსის მიზანი, შედეგები და განრიგი. ასევე  გავეცანით საორგანიზაციო საკითხებს, მუშაობის ფორმებს, სამუშაო წესებს და მონაწილეთა შეფასების საკითხებს. ვისწავლეთ გაკვეთილის დაგეგმვა სამფაზიანი მოდულით.
   მომდევნო დღეს ვისწავლეთ,როგორ გამოვიყენოთ ისტ-ი გაკვეთილის დაგეგმვის პროცესში, რაც გულისხმობს ტექნოლოგიებით გამდიდრებულ გაკვეთილს. ისტ-ის გამოყენება ქართულ ენასა და ლიტერატურასთან შედარებით ძნელია,ვიდრე სხვა საგნებთან, მაგრამ მისი გამოყენება გაკვეთილს უფრო საინტერესოს ხდის..ჩემი გაკვეთილის დაგეგმვისას პირველ შევარჩევ ისეთ კომპიუტერულ პროგრამას,რომელიც ხელს შეუწყობს სწავლებას საკლასო ოთახში.
    ასევე ვისწავლეთ სასწავლო პრეზენტაციის მომზადება POVER POINT-ში, მისი წარმართვის ძირითადი პრინციპეპი და ხერხები.
  გავეცანით ვირტუალურ ლაბორატორიას, რომელიც ახდენს რეალური მოვლენების იმიტაციას კომპიუტერის საშუალებით. ის ხელს უწყობს მომხმარებელს,აღიქვას და შეისწავლოს მოვლენა რეალურ გარემოში დაკვირვების გარეშე. ასევე გავეცანით ელექტრონულ თამაშებს,რომელსაც დღევანდელ ცხოვრებაში დიდი ადგილი უკავია სასწავლო გარემოში. ასეთი თამაშები ავითარებს შემეცნებით,სივრცულ და მოტორულ უნარებს და ხელს უწყობს ისტის უნარების გაუმჯობესებას.ასევე გავეცანით აუდიო  და ვიდეო საშუალებების ეფექტიან გამოყენებას სასწავლო პროცესში.
   ვისწავლეთ და თითოეულმა მონაწილემ შევქმენით ჩვენი ბლოგი. ასევე ვისწავლეთ როგორ უნა მოხდეს ჩვენ ბლოგზე ჩვენი გაკვეთილის გეგმებისა და პრეზენტაციების ატვირთვა.
შემდეგ დღეს გავეცანით შეფასების ძირითად პრინციპებს და   შეფასების ფორმებს . შეფასების ფორმები არის შემდეგი:1) მიმდინარე, 2)განმავითარებელი, 3) განმსაზღვრელი, 4) შემაჯამებელი.
  ტრენერმა მოგვცა ჯგუფური დავალება, მოცემული გაკვეთილის გეგმის მიხედვით უნდა შეგვექმნა გაკვეთილის დისკუსიის ან მსჯელობის შეფასების რუბრიკა. ჩვენმა ჯგუფმა შევქმენით დისკუსიის შეფასების რუბრიკა.
    ასევე ვისწავლეთ ფოსტის დამატებითი სერვისი ,,თარგმნა" და მოვახდინე ტრენერის მიერ გადმოგზავნილი ტექსტების და დოკუმენტების თარგმნა და   გადათარგმნილის უკან გადაგზავნა ტრენერისათვის.
   ასევე ვისწავლეთ სასწავლო პროექტის გაკეთება ისტი-ს  გამოყენებით და გავიგეთ პროექტის მნიშვნელობა. ტრენერმა  დაგვირიგა წინასწარ შედგენილი პროექტები და ვიმსჯელეთ ამ პროექტის შესახებ შედგენის სწორ და არასწორ ფორმებზე. თითოეულმა ტრენინგის მონაწილემ ინდივიდუალურად შევქმენით პროექტი და ავტვირთეთ ჩვენს ბლოგზე.
ასევე ვისწავლეთ ბლოგზე ლინკების დადება და ახალი ფანჯრის დამატება.ასევე ვისწავლეთ ბლოგზე სათარგმნი მოწყობილობისა და კითხვარის დამატება. ასევე ვისწავლეთ  ჩვენს ბლოგზე google კალენდრის გამოყენება,რომელიც საშუალებას გვაძლევს გავაკეთოთ და დავათვალიეროთ ჩანაწერები კვირის ან თვეების მიხედვით.

   ტრენერმა გაგვაცნო და გვესაუბრა მასწავლებლის პორტფოლიოზე,მის დანიშნულებაზე. პორტფოლიო არის მასწავლებლის ინდივიდუალური ნამუშევრების კრებული, სადაც დოკუმენტირებულია როგორც სასწავლო მუშაობის პროცეცი, ასევე მიღწეული შედეგი.იგი ნათლად წარმოაჩენს მასწავლებლის თუ მოსწავლის მცდელობას,წინსვლას,მიღწევას.ასევე ვისაუბრეთ  მასწავლებლის პროფესიული განვითარების საშუალებებზე.საონფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებისას სამართლებრივი და ეთიკური ნორმების დაცვა მნიშვნელოვანია. კომპიუტერული პროგრამების გამოყენებით შესაძლებელია ნებისმიერი სამუშაოს გამარტივება და მრავალი პრობლემების გადაჭრა.ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტი,რომ ინფორმაციული და  საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით არ უნდა დავარღვიოთ ადამიანის უფლებები,უნდა დავიცვათ საავტორო უფლებები.


1 comment:

  1. Slots at Foxwoods Casino & Resort - JT Hub
    JT Slot Machines. Find 부천 출장안마 out all about free spins, bonuses, and more 강릉 출장샵 at JTG. 삼척 출장샵 Slot 정읍 출장안마 Machines | Play Online 문경 출장샵 Slots at Foxwoods Casino & Resort.

    ReplyDelete