გაკვეთილის გეგმები და შეფასების რუბრიკები

გაკვეთილის გეგმა


გაკვეთილის მთავარი თემა
ნიკოლოზ გოსტაშაბიშვილი(IIთავი)
სწავლების საფეხური
მე-5 კლასი
მოსწავლეთა პროფილი
კლასში არის ორი მოსწავლე
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
მოსწავლეებს გავუღვიო პატრიოტული გრძნობა,ვაჩვენო მათ, თუ რა როლს ასრულებდნენ ასეთი ადამიანები ქვეყნის ისტორიაში.
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
ქართ. V. 4. მოსწავლეს აქვს ლიტერატურული ნაწარმოების ესთეტიკური შეფასების საწყისი უნარი.
  • ისმენს მხატვრულ ნაწარმოებს (ლექსს, ნოველას, მოთხრობას) და გამოხატავს საკუთარ ემოციებსა და შთაბეჭდილებებს;
ქართ. V. 8. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ჟანრის მხატვრული ტექსტების წაკითხვა და ადეკვატურად გაგება-გაანალიზება:
  • გააზრებულად აკავშირებს სათაურს ტექსტთან;
  • იმახსოვრებს და საკუთარი სიტყვებით გადმოსცემს არსებით ინფორმაციას ტექსტის ცალკეული მონაკვეთიდან
V. 12. მოსწავლეს შეუძლია კითხვის სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენება ტექსტის უკეთ გააზრების მიზნით.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • სხვადასხვა საშუალებით (კონტექსტის გათვალისწინებით, კითხვის დასმით, ლექსიკონით) ცდილობს უცნობი სიტყვებისა და გამოთქმების მნიშვნელობის გარკვევას;
წინასწარი ცოდნა
იციან ავტორის ბიოგრაფია და გიორგი XI-ის დროინდელი საქართველოს მდგომარეობა,რომელსაც ეხება ეს ნაწარმოები.
შეფასების საგანი და პროცედურები
მოსწავლეები შეფასდებიან წინასწარ შედგენილი შეფასების რუბრიკის მიხედვით -განმსაზღვრელი შეფასება.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
ქართული ენის სახელმძღვანელო,აქტივობის ბარათები,საწერ-კალმები,ტექსტის ქსეროასლები,წებო, დაფა,ცარცი,ბუკი.
გაკვეთილის მსვლელობა
Iფაზა
.მისალმება,საორგანიზაციო საკითხების მოწესრიგება,საშინაო დავალების გამოკითხვა. გაკვეთილის მიზნებისა და თემის გაცნობა. (5 წთ.)
საშინაო დავალების  გამოკითხვის მიზნით მასწავლებელი  მოსწავლეებს ურიგებს ბარათებს, რომელზეც არის გაკვეთილის ტექსტი გამოტოვებული სიტყვებით და მოსწავლეები ავსებენ მას.

  შემდეგ მასწავლებელი ეუბნება ბავშვებს რომ უნა ავხსნათ ნიკოლოზ გოსტაშაბიშვილის IIთავი  და ურიგებს მცირე ზომის ბარათებს, რომლებზეც 5 წუთის განმავლობაში უნდა დაწერონ 3 რამ,რაზეც შესაძლოა იყოს ტექსტი, 2რამ რაც უნდა გაიგონ მოცემულ საკითხთან ნაკავშირებით, 1 შეკითხვა, რომელიც გაუჩნდათ ტექსტის წაკითხვამდე.
შემდეგ მასწავლებელი დაფაზე ჩამოწერს ტექსტიდან ამოკრეფილ სიტყვებს, რომლებიც მოსწავლეებისათვის სავარაუდოდ უცნობი იქნება. ხოლო ბავშვებს ბუკში უგზავნის წინაცწარ დამზადებულ სქემებს სახელწოდებით ,,სიტყვის გამომძიებლი”. ცხრილის პირველ სვეტში მოსწავლეები გადაიწერენ დაფაზე ჩამოწერილ სიტყვებს, ხოლო ცხრილის მეორე სვეტში წერენ ამ სიტყვების სავარაუდო მნიშვნელობას
II ფაზა

შემდეგ მასწავლებელი უკითხავს ტექსტს და სთხოვს  მოსწავლეებს დაუკვირდნენ უცხო სიტყვებს, ამოიცნონ ისინი კონტექსტიდან და დადგენილი მნიშვნელობა შეადარონ  თავიანთ ვარაუდებს. შემდეგ   გზადაგზა შეავსონ ცხრილის მესამე სვეტი. ტექსტის წაკითხვის შემდეგ მასწავლებელი თავად შესთავაზებს მოსწავლეებს ლექსიკონიდან ამოწერილ განმარტებებს, რის შემდეგაც შეავსებენ მეოთხე სვეტს.
III ფაზა მასწავლებელი  კითხვა-პასუხის საშუალებით არკვევს  თუ როგორ გაიგეს გაკვეთილი.
შემდეგ მასწავლებელი აჩვენებს პრეზენტაციას სახელწოდებით ,,საამაყო ქართველები”

შემდეგ აძლევს საშინაო დავალებას.
მასწავლებელი წინასწარ შემუშავებული რუბრიკის მიხედით აფასებს მოსწავლეებს.



შეფასების რუბრიკა


1-4
5-7
8-10
თხრობა
ვერ გამოხატავს საკუთარ ემოციებსა და შთაბეჭდილებებს 
ნაწილობრივ გამოხატავს საკუთარ ემოციებსა და შთაბეჭდილებებს
სრულად გამოხატავს საკუთარ ემოციებსა და შთაბეჭდილებებს
ტექსტის გაგება-გააზრება
ვერ აკავშირებს სათაურს ტექსტთან

ნაწილობრივ გააზრებულად აკავშირებს სათაურს ტექსტთან;

გააზრებულად აკავშირებს სათაურს ტექსტთან;

ტექსტის ადეკვატური გაანალიზება
დამოსწავლე ვერ იმახსოვრებს და გადმოსცემს არსებით ინფორმაციას ტექსტის ცალკეული მონაკვეთინ
მოსწავლე ნაწილობრივ იმახსოვრებს და გადმოსცემს არსებით ინფორმაციას ტექსტის ცალკეული მონაკვეთიდან
მოსწავლე იმახსოვრებს და საკუთარი სიტყვებით გადმოსცემს არსებით ინფორმაციას ტექსტის ცალკეული მონაკვეთიდან
კითხვის სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენება
მოსწავლეს არ შეუძლია კითხვის სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენება ტექსტის უკეთ გააზრების მიზნით.
მოსწავლეს ნაწილობრივ შეუძლია კითხვის სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენება ტექსტის უკეთ გააზრების მიზნით.
მოსწავლეს შეუძლია კითხვის სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენება ტექსტის უკეთ გააზრების მიზნით.






თვითშეფასების რუბრიკა


კრიტერიუმები
1
2
3
1
სწორად ვანაწილებ დროს საგაკვეთილო პროცესში;



2
რამდენად სწორად განვსაზღვრე გაკვეთილის მიზანი;



3
სწორად ვარჩევ აქტივობებს გაკვეთილის მსვლელობისას;



4
გაკვეთილს ვხსნი გასაგებად;



5
მოსწავლეებს ვაძლევ საშუალებას  გამოთქვან საკუთარი მოსაზრებები;



6
შემიძლი მოსწავლეთა თანაბარი ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში;



7
ვაფასებ ობიექტურად;







No comments:

Post a Comment